

Sat, Dec 19
|Lopota Lake Resort & Spa
Retret at Lopota Lake Resort & Spa
აჩუქე საკუთარ თავს გაცნობიერებული დასვენების გამოცდილება
Time & Location
Dec 19, 2026, 12:00 PM – Dec 21, 2026, 12:00 PM
Lopota Lake Resort & Spa, Napareuli, Telavi 2200, Georgia
About the event
"ერთი წელი საკუთარ თავთან"
მჯერა, რომ ზოგჯერ ადამიანს ყველაზე მეტად ახალი მიზანი ან მოტივაცია კი არა, შესაძლებლობა სჭირდება, ცოტა ხნით შეჩერდეს და საკუთარ თავს მოუსმინოს.
ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ მუდმივ მოძრაობას, ყოველდღიურ რუტინას, რომ ხშირად გვავიწყდება, როგორია უბრალოდ ყოფნა -არაფრის მოსწრება, არაფრის დამტკიცება და დროის საკუთარი სურვილისამებრ გამოყენება.
დღეები სავსეა საქმეებითა და პასუხისმგებლობებით. ვზრუნავთ ოჯახზე, სამსახურსა და სხვა ადამიანებზე, საკუთარ სურვილებს კი ხშირად ისევ შემდეგი დღისთვის ან წლისთვის ვინახავთ.
წლის ბოლოსაც ყურადღებას ძირითადად იმაზე ვამახვილებთ, რა ვერ მოვასწარით და რა უნდა შევცვალოთ. გვავიწყდება იმის დანახვა, რაც უკვე შევძელით.
როდის ვჩერდებით იმის შესამჩნევად, რაც უკვე გავიარეთ? როდის ვაფასებთ საკუთარ თავს განვლილი გზისა და მიღწევებისთვის?