top of page
719050322_10231596005193467_1848185281238205995_n.jpg

მაკო ბუჯიაშვილი

"The good life is a process, not a state of being" 
                                         (c) Carl Rogers

ორგანიზაციული ფსიქოლოგი | ნეიროლინგვისტური პროგრამირების (NLP) პრაქტიკოსი | გეშტალტთერაპიის პრაქტიკოსი
 

ვმუშაობ როგორც ინდივიდებთან, ასევე ორგანიზაციებთან და გუნდებთან. ჩემს საქმიანობაში ვიყენებ NLP-ის, არტთერაპიის, გეშტალტთერაპიულ და გამოსავალზე ორიენტირებული მოკლევადიანი თერაპიის მიდგომებს.
 

ინდივიდებთან მუშაობა
 

ვქმნი სივრცეს თვითშემეცნებისთვის, საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გაცნობიერებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის.
ყველაზე ხშირად ადამიანები მომმართავენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

თვითშეფასება და თავდაჯერებულობა ; პირადი საზღვრები ;ურთიერთობები და კომუნიკაცია; სტრესი და ემოციური გადაღლა ; კარიერული მიმართულება და პროფესიული რეალიზაცია ; მოტივაციისა და მიმართულების დაკარგვა; მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების სირთულე; მიზნების დასახვა და მათკენ მოძრაობა;

ცხოვრების ხარისხისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება..
 

ორგანიზაციებთან და გუნდებთან მუშაობა
 

მჯერა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ზრუნავენ თანამშრომლებზე, მხოლოდ მათ პროფესიულ შედეგებს კი არა, მათ კეთილდღეობასა და ადამიანურ საჭიროებებსაც აფასებენ. მათ ესმით,რომ  თანამშრომლებზე ზრუნვა მხოლოდ სამართლიანი ანაზღაურებითა და ბენეფიტებით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანია ისეთი გამოცდილებების შექმნაც, რომლებიც თანამშრომლებს განტვირთვის, განვითარების, ერთმანეთთან დაახლოებისა და ყოველდღიური რუტინისგან დროებით გამოთიშვის შესაძლებლობას აძლევს.
 

ორგანიზაციებს ვთავაზობ ტრენინგებს, ვორქშოფებსა და გუნდურ რითრითებს, რომლებიც ფსიქოლოგიურ ცოდნას, შემოქმედებით პრაქტიკებსა და გააზრებულ დასვენებას აერთიანებს.

თითოეული გამოცდილება იქმნება კონკრეტული ორგანიზაციისა და გუნდის საჭიროებების, ინტერესებისა და გამოწვევების გათვალისწინებით. აქტივობები ისე შეირჩევა, რომ მონაწილეებმა შეძლონ საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენა, ერთმანეთის განსხვავებულად გაცნობა და საერთო, მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღება.

ასეთი გამოცდილებიდან თანამშრომლები ბრუნდებიან ახალი შთაბეჭდილებებით, საერთო მოგონებებით, მეტი ენერგიითა და ერთმანეთთან კავშირის ახალი განცდით. მსგავსი გამოცდილებები ხელს უწყობს გუნდური ურთიერთობების გაძლიერებას, თანამშრომელთა ჩართულობისა და მოტივაციის ზრდას, ასევე ორგანიზაციისადმი კუთვნილებისა და ლოიალობის განცდის ჩამოყალიბებას. ეს კი დადებითად შეიძლება აისახოს როგორც გუნდურ თანამშრომლობაზე, ისე ორგანიზაციულ კულტურაზე და შედეგებზე.
 

ჩემი პროფესიული ხედვა

მჯერა, რომ კეთილდღეობა მხოლოდ სირთულეების არარსებობას არ ნიშნავს. ის საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენას, შესაძლებლობების განვითარებასა და საზრისიან ცხოვრებასაც გულისხმობს.

ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო ადამიანებისა და ორგანიზაციების განვითარებას მათი შესაძლებლობებისა და პოტენციალის აღმოჩენითა და გაძლიერებით.
 

რა არის RITROVARE | რიტროვარე?
 

RITROVARE იტალიური სიტყვაა და ხელახლა პოვნას, აღმოჩენასა და დაბრუნებას ნიშნავს.

RITROVARE არის კეთილდღეობის გამოცდილებების კონცეფცია ინდივიდებისა და გუნდებისთვის. მისი იდეაა, ადამიანებს შესთავაზოს სივრცე, სადაც შეძლებენ ყოველდღიური რიტმისგან დროებით გათავისუფლებას, შეჩერებას და ცხოვრების განსხვავებულად შეგრძნებას.

ბრენდის ფილოსოფია ეფუძნება გააზრებული ცხოვრების იდეას.  მჯერა, რომ ცხოვრების ხარისხი მხოლოდ მიღწევებითა და მიზნების განხორციელებით არ განისაზღვრება. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად ვამჩნევთ აწმყოს, ვუთმობთ დროს საკუთარ თავს, ვაფასებთ ურთიერთობებს და ვქმნით შინაარსიან გამოცდილებებს.
 

RITROVARE-ს ფარგლებში ვქმნით რითრითებს, ვორქშოფებსა და განსხვავებულ გამოცდილებებს, რომლებშიც გააზრებული დასვენება, ბუნებასთან სიახლოვე, შემოქმედება და ადამიანური ურთიერთობები ერთიანდება.

RITROVARE: დაბრუნება აქ და ახლა.

შემოგვიერთდი!

bottom of page